ირაკლი ჩიქოვანი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების დახასიათებას თუ დავიწყებთ, ეს არის კარიკატურული პროცესი
ირაკლი ჩიქოვანი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების დახასიათებას თუ დავიწყებთ, ეს არის კარიკატურული პროცესი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების დახასიათებას თუ დავიწყებთ, ეს არის კარიკატურული პროცესი, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩიქოვანმა კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „არ ვაპირებ, დავიხიო რამეზე უკან და ჩვენ წინ არსებული ბარიკადი არ გადავლახო, თუ საჭირო გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოვიხსნით“.

„ეს პარტია უკვე კარიკატურას დაემსგავსა და ის ადამიანები, რომლებიც მისი ლიდერობისთვის იბრძვიან ასევე კარიკატურულად გამოიყურებიან იმ ბრალდებების ფონზე, რომელსაც ისინი ერთმანეთს უყენებენ.

რაც შეეხება განცხადებებს, მგონია, რომ ეს განცხადებები არის აბსოლუტურად შინაარსს მოკლებული, აბსოლუტურად რეალურ საბაბს მოკლებული, რეალობასთან არაფერი ახლო არ აქვთ. იბრძვიან იმ ფინანსების გასაყოფად, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ოლიგარქიული წყაროებიდან არსებობს. მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზანს ისახავს და დანარჩენი შინაარსი ამ განცხადებებში არაფერი არ არის“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.