ირაკლი ჩიქოვანი - მოქალაქეების უკანონო დაკავება სენსიტიური საკითხია, არასწორია ყველა მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავს ამ თემის პოლიტიზებას
ირაკლი ჩიქოვანი - მოქალაქეების უკანონო დაკავება სენსიტიური საკითხია, არასწორია ყველა მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავს ამ თემის პოლიტიზებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ქვეყნის წინაშე ოკუპაციის სახით უდიდესი პრობლემაა. როგორც ჩიქოვანი ამბობს, ამისი ერთ-ერთი გამოვლინება მოქალაქეების უკანონო გატაცება და მათთვის თავისუფლების აღკვეთაა. ჩიქოვანის თქმით, აღნიშნული სენსიტიური საკითხი დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომ, ჩიქოვანის აზრით, ასეთ დროს ყველა მცდელობა, რომელიც საკითხის ირგვლივ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად, არასწორია.

„ქვეყნის წინაშე უზარმაზარი პრობლემა დგას, ეს არის ოკუპაცია. ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა ჩვენი მოქალაქეების უკანონო გატაცება და მათთვის თავისუფლების აღკვეთა. ეს არის ძალზედ სენსიტიური საკითხი, რომელიც დიდ ძალიახმევას მოითხოვს როგორც სახელმწიფო უწყებების მხრიდან, ასევე საზოგადოების. ყველა მცდელობა, რომელიც მიზნას ისახავს ამ საკითხის პოლიტიზებას, ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და პოლიტიკური ქულების მოხვეჭას, არასწორია“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, ამავე საკითხზე სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში დღეს  ბრიფინგი გაიმართა, რა დროსაც ანალიტიკური სამსახურის უფროსმა გიორგი საბედაშვილმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების საკითხების, განსაკუთრებით უკანონო დაკავებებისა და ე.წ. ბორდერიზაციის პოლიტიზირება პროცესებს კრიტიკულად აზიანებს.

მისივე თქმით, მცდარია ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო მალავს უკანონო დაკავებების ფაქტებს ან პირთა ვინაობას. სინამდვილეში, საბედაშვილის განმარტებით, უკანონოდ დაკავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის გავრცელება მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე  ხდება.