ირაკლი ჩიქოვანი - კონტროლის გამკაცრების ზომა და ხარისხი დაეყრდნობა იმ ვითარებას, რაც კონკრეტულ მუნიციპალიტეტში იარსებებს
ირაკლი ჩიქოვანი - კონტროლის გამკაცრების ზომა და ხარისხი დაეყრდნობა იმ ვითარებას, რაც კონკრეტულ მუნიციპალიტეტში იარსებებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოში კონტროლის გამკაცრების ზომა და ხარისხი დაეყრდნობა იმ ვითარებას, რაც კონკრეტულ მუნიციპალიტეტში იარსებებს. ასე უპასუხა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის შემდეგ ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას, რომელიც რომელიმე ახალი რეგიონის საკარანტინო ზონად გამოცხადებას ან მის ჩაკეტვას შეეხებოდა.

„ყველა გადაწყვეტილება დაეყრდნობა იმ რეალობას და იმ ვითარებას, რაც იარსებებს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში. გამკაცრების ზომა, გამკაცრების ხარისხი და შეზღუდვების ხარისხი იქნება დაყრდნობილი იმ მონაცემებზე, რა მონაცემებით გვექნება. დღეს არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, ორი მუნიციპალიტეტი იმყოფება სრულ კარანტინში, 10 მუნიციპალიტეტი იმყოფება სპეციალური კონტროლის რეჟიმში. პრაქტიკულად მიმდინარეობს პროაქტიული თერმოსკრინინგი, ამას გავაგრძელებთ და არსებული ვითარების შესაბამისად, მივიღებთ სხვა დანარჩენ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.