ირაკლი ჩიქოვანი - ის, რაც დღეს ცაგერში მოხდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი და სწრაფად გამოსაძიებელი
ირაკლი ჩიქოვანი - ის, რაც დღეს ცაგერში მოხდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი და სწრაფად გამოსაძიებელი

აქამდე მომხდარ აბსოლუტურად ყველა ინციდენტს საფუძვლად ჰქონდა პროვოკაცია. რაც შეეხება ცაგერს, მეც ვნახე კადრები, სადაც მანქანაზე არის ნატყვიარები, ეს არის პრობლემა და ეს არის სწრაფად გამოსაძიებელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ პარტიის ცაგერის მერობის კანდიდატ ბესო ბენდელიანს მანქანა დაუცხრილეს.

„ის, რაც დღეს ცაგერში მოხდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ვინც კი იცის, რა ვითარებაა ცაგერში და ზოგადად, ვინც კი აფასებს საარჩევნო სიტუაციას, ნამდვილად ხვდება იმას, რომ „ქართული ოცნების“ ადგილობრივ წარმომადგენლებს და მით უმეტეს ცენტრალურს, არაფერში არ სჭირდებათ ასეთი ფორმით ოპერირება. ეს ნამდვილად არ არის შედეგის მომტანი. ჩვენ ცაგერში გვაქვს დაწინაურებული პოზიციები და ზუსტად ვიცით, რომ იქ ძალიან პოზიტიური შედეგი დადგება. აქედან გამომდინარე, არც ერთი ინციდენტი, რომელიც აქამდე მომხდარა, აბსოლუტურად ყველას საფუძვლად ჰქონდა პროვოკაცია. რაც შეეხება ცაგერს, მეც ვნახე კადრები, სადაც მანქანაზე არის ნატყვიარები, ეს არის პრობლემა, ეს არის სწრაფად გამოსაძიებელი.