ირაკლი ჩიქოვანი - გიგა ოთხოზორია არის მაგალითი, როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო
ირაკლი ჩიქოვანი - გიგა ოთხოზორია არის მაგალითი, როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო

გიგა ოთხოზორია ოკუპაციის მსხვერპლია, ის არის გმირი და მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო. ძალიან ნიჭიერი შვილები ჰყავს ქეთი და აკაკი, რთულია ანუგეშო დედა, ქალბატონი ჯულიეტა და მეუღლე ნინო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

ირაკლი ჩიქოვანი გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს დღეს სტუმრობდა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დღესვე ოთხოზორიების საცხოვრებელ უბანში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და საკუთარი გეგმები გააცნო.

„ზუგდიდს, წლის ბოლომდე, განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა და 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება, რაც ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი დიდი მიღწევაა. ხუბულავას ქუჩაზე უკვე სრულდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები. ზუგდიდს თანამედროვე სტანდარტების წყალარინების გამწმენდი ნაგებობა ექნება, რომელიც, ეკოლოგიის კუთხით, ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, ზუგდიდის ტურისტულ პოტენციალზეც ვისაუბრეთ. ჩემი ერთ-ერთი ამოცანა ეკატერინესეული სასახლის სრული რეაბილიტაცია და კომპლექსის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანაა, ამ მიზანს თქვენთან ერთად აუცილებლად მივაღწევ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დატოვე კომენტარი