ირაკლი ჩიქოვანი – გია ბარამიძის განცხადება მტკნარი სიცრუე და სიბრიყვეა, ის არის მოღალატეობრივი

14:30, 11.08.2026

გია ბარამიძემ რაც თქვა, ერთი მხრივ, არის მტკნარი სიცრუე, მეორე მხრივ – სიბრიყვე; და მესამე, ეს იყო მოღალატეობრივი განცხადება, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა შინდისში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ვეტერანების პოზიციის კარგად ესმის.

„მე ძალიან კარგად მესმის ჩვენი ვეტერანების, მათი პოზიციის. ეს მათთვის არის შეურაცხმყოფელი. ქართულ ჯარს, ქართველ ჯარისკაცს და საქართველოს არასოდეს დაუხვრეტია არცერთი ტყვე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

მსგავსი