ირაკლი ჩიქოვანი - გადაწყვეტილება, რომ საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობა ავიდეს სტრატეგიულ პარტნიორობამდე, მოგვცემს მეტ შესაძლებლობას, განვავითაროთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები
ირაკლი ჩიქოვანი - გადაწყვეტილება, რომ საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობა ავიდეს სტრატეგიულ პარტნიორობამდე, მოგვცემს მეტ შესაძლებლობას, განვავითაროთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, ისტორიული ფაქტია, როდესაც ორი ქვეყნის ლიდერები ხვდებიან და საუბრობენ ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

„უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ეს არის ისტორიული ფაქტი, როდესაც ორი ქვეყნის ლიდერები ხვდებიან და საუბრობენ ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მდგომარეობა, რაც ჩვენ გვაქვს დღეს თანამშრომლობის თვალსაზრისით, არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. გადაწყვეტილება, რომ თანამშრომლობა ავიდეს სტრატეგიულ პარტნიორობამდე, ესეც კიდევ მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ განვავითაროთ ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა და ბევრი ახალი პროდუქტი განვახორციელოთ, რომელიც იქნება სასიკეთო ჩვენი სახელმწიფოსთვის. ხაზგასასმელია, რომ ამ დონის ვიზიტი, ძალიან დიდი ხანია, არ ყოფილა და, შესაბამისად, ეს არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტი. დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს პერიოდში ამას ექნება კონკრეტული შედეგები“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს დღეს ჩინეთში შეხვდა.