ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მიმართულებით რეგულარული რეისების აღსადგენად, ავიაკომპანიებთან - AirBaltic, AirFrance მოლაპარაკებები მიმდინარეობს
ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მიმართულებით რეგულარული რეისების აღსადგენად, ავიაკომპანიებთან - AirBaltic, AirFrance მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ევროკავშირის იმ ხუთი ქვეყნის მიმართულებით, რომლებთანაც ჩვენ უპირობოდ ვხსნით საზღვრებს, საავიაციო მიმოსვლის და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ევროკავშირის იმ ხუთი ქვეყნის მიმართულებით, რომლებთანაც ჩვენ უპირობოდ ვხსნით საზღვრებს, საავიაციო მიმოსვლის და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან. მათ შორის, ავიაკომპანია Lufthansa-სთან უკვე მიღწეულია შეთანხმება მიუნხენის მიმართულებით 2020 წლის აგვისტოდან კვირაში ორი რეისის განხორციელებასთან დაკავშირებით, ასევე ვმუშაობთ AirBaltic-სა და AirFrance-თან“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის. ცნობილია, რა პროცედურების გავლა მოუწევთ საქართველოში ჩამოსვლისას ამ ქვეყნის მოქალაქეებს.