ირაკლი ჩიქოვანი დანიის სამეფოს ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა
ირაკლი ჩიქოვანი დანიის სამეფოს ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დანიის სამეფოს ელჩთან, ანე ტოფტ სორენსენსა და თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ იენს ერიკ ჰიორტთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

ირაკლი ჩიქოვანმა დანიურ მხარეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საქართველოსა და დანიის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული ოთხწლიანი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში განსაზღვრული მიმართულებები და პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში თანამშრომლობის მიმართულებებზე.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.