ირაკლი ჩიქოვანი - ჩვენ პირველი მოსმენით მივიღეთ ქართული ვერსია, რომელშიც, ამერიკულისგან განსხვავებით, არანაირი სანქციები არ არსებობს, მაგრამ ორივე კანონი გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში
ირაკლი ჩიქოვანი - ჩვენ პირველი მოსმენით მივიღეთ ქართული ვერსია, რომელშიც, ამერიკულისგან განსხვავებით, არანაირი სანქციები არ არსებობს, მაგრამ ორივე კანონი გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში

ჩვენ პირველი მოსმენით მივიღეთ ქართული ვერსია, რომელშიც, ამერიკულისგან განსხვავებით, არანაირი სანქციები არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, კანონის ორივე ვერსია გაგზავნილია ვენეციის კომისიაში.

„იცით, რომ ამერიკული კანონი „ხალხის ძალის“ მხრიდან ინიცირდა მას შემდეგ, რაც ეს ინიციატივა დაუპირისპირეს იმ ფეიკკამპანიას, რაც წამოიწყეს „ნაცმოძრაობის“ დესტრუქციულმა მედიასაშუალებებმა. ჩვენ პირველი მოსმენით მივიღეთ ქართული ვერსია, რომელიც არის აბსოლუტურად ძალიან მარტივი კანონი, რომელიც თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზე. ამერიკულისგან განსხვავებით, იქ არანაირი სანქციები არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ორივე კანონი გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში. ერთი კანონი უკვე პირველი მოსმენით არის განხილული და მეორე განხილვის გარეშეა გაგზავნილი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.