ირაკლი ჩიქოვანი - ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ზუგდიდში, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაერთხელ გათელა ფეხქვეშ, ამ პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს მაღალი მხარდაჭერა
ირაკლი ჩიქოვანი - ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ზუგდიდში, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაერთხელ გათელა ფეხქვეშ, ამ პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს მაღალი მხარდაჭერა

ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ჩემს ზუგდიდში, ჩემს კუთხეში, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაერთხელ გათელა ფეხქვეშ, შეაწმინდა მეგრელებისა და ზუგდიდელების ღირსებას ყველფერი, ამ პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა ადგილზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანმა მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს.

„მინდა, ვისაუბრო იმ მნიშვნელობაზე, რა მნიშვნელობა აქვს მეორე ტურს და აუცილებელია იაქტიუროს ჩვენმა ამომრჩეველმა, ეს გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ, რათა ჩვენმა ქვეყანამ მშვიდობიანი და თანმიმდევრული განვითარება შეინარჩუნოს. მინდა, შევეხო იმ რეალობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დგას და პრაქტიკულად გამოცხადებული რევანში ქრონიკა გვაქვს დღეს, მაშინ, როდესაც ადამიანები დემოკრატიის სახელით, თანამედროვე და ადამიანის უფლებების ღირებულებებით აპელირებენ, რეალურად ვხედავთ, რომ მიმდინარეობს წნეხი ადგილზე, რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში, ეს არის მიუღებელია. ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი, მათ შორის ის ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან, რა გამოგვივლია ჩვენ 2012 წელს, ავლებენ პარალელებს, იმ ვითარებასთან მიმართებაში, რაც გვაქვს დღეს, იმ საარჩევნო გარემოსთან, რომელშიც ჩვენ გვიწევდა მუშაობა 2012 წელს, როდესაც პრაქტიკულად ლოდებს გვიშენდნენ საარჩევნო შეხვედრებზე, პრაქტიკულად გვპარავდნენ ახალგაზრდებს, როდესაც დიდი შეკრებებს ვახორციელებდით და დავდიოდით სხვდასხვა პოლიციის ქვედანაყოფებში, რომ მათი ასავალ-დასავალი გვეპოვა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, პრაქტიკულად სახლში აკითხავდნენ ოჯახის წევრებს, აქტივისტებს, რომლებსაც ეუბნებოდნენ, რომ გაანადგურებდნენ და დაასრულებდნენ, თუ ისინი პოლიტიკურად იაქტიურებდნენ.

„აქ ანალოგიების მოყვანა არის მიუღებელი და მიუღებელია, როდესაც ჯალათებს ამ ადამიანებს, რომლებიც დღესდღეობით იბრალებთ და საუბრობთ, რომ საერთოდ არ იცნობდნენ თურმე, ეს ყველაფერი შეცდომა იყო, ამის დაბრუნება ქვეყანაში არ შეიძლება და ამას არ დაუშვებს საზოგადოება. მადლობა ზუგდიდელ ამომრჩევლებს, მადლობა ათობით ათას ადამიანს, ვინც მხარი დაგვიჭირა. პატივს ვცემ იმ მხარდაჭერას, რომელიც სხვა პოლიტიკური ძალების მიმართ იქნა გამოხატული, ეს დემოკრატიული პროცესია, მაგრამ დღეს გვჭირდება მობილიზება და ეს არის მნიშვნელოვანი. არ დავუშვათ არც ერთ მუნიციპალიტეტში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვება, რადგან ვხედავთ, რომ ეს არის სტაგნაციის წინაპირობა და ეს არის წინაპირობა, რომელიც გააჩერებს იმ პროგრესს, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გვაქვს.

ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ჩემს ზუგდიდში, ჩემს კუთხეში, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაერთხელ გათელა ფეხქვეშ, შეაწმინდა მეგრელებისა და ზუგდიდელების ღირსებას ყველფერი,ამ პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა ადგილზე. არ მესმის, როგორ შეიძლება ვაპატიოთ ადამიანებს, როდესაც სამეგრელო აქციეს ბოროტების ციტადელად. მოგიწოდებთ მხარდამჭერებო, აუცილებელია ვიაქტიუროთ და გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი. მხარი დავუჭიროთ იმ შესაძლებლობას, რომელიც აუცილებელია არამხოლოდ პოლიტიკური ძალის, „ქართული ოცნებისთვის“, არამედ თითოეული მოქალაქისთვის, ქვეყნისთვის თითოეული მუნიციპალიტეტისთვის, რომ მათ შეძლონ თანმიმდევრული განვითარება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დატოვე კომენტარი