ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ შეზღუდვებთან დაკავშირებით კონკრეტული უწყებები დეტალებს დააზუსტებენ
ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ შეზღუდვებთან დაკავშირებით კონკრეტული უწყებები დეტალებს დააზუსტებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ დაწესებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია სრულად მთავრობის დადგენილებაში არის მოცემული.

ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ შეზღუდვებთან დაკავშირებით კონკრეტული უწყებები დეტალებს დააზუსტებენ.

„შეზღუდვების სიზუსტეზე გეტყვით, რომ გამოქვეყნებულია საქართველოს მთავრობის დადგენილება – 2020 წლის 30 მარტის, ნომერი 204. ამ დადგენილების ხილვა შეუძლია ყველას, როგორც „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, ასევე მთავრობის ვებგვერდზე. აქ განმარტებულია ყველა ის შეზღუდვა, რაც მოქმედებს იმ პირობებში, რა საგანგებო პირობებშიც დღეს ვიმყოფებით.

საჭიროა, გარკვეული დეტალიზაცია კონკრეტული უწყებების მხრიდან და ისინი ამას გააკეთებენ. შესაბამისად, ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას თითოეული უწყებისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.