ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ საარჩევნო სიების გამოყენებასთან დაკავშირებით არანაირი კანონდარღვევა არ არსებობს
ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ საარჩევნო სიების გამოყენებასთან დაკავშირებით არანაირი კანონდარღვევა არ არსებობს

ზუგდიდში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი განმარტავს, რომ საარჩევნო სიების გამოყენებასთან დაკავშირებით არანაირი კანონდარღვევა არ არსებობს.

ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდში არჩევნების მიმდინარეობის პროცესზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებითი დარღვევა არც ერთ უბანზე არ ყოფილა, აქტივობა კი, ძალიან კარგია.

„ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, კიდევ უფრო მაღალი აქტივობა იყოს, რადგან მაღალი აქტივობის პირობებში, ამ არჩევნებში ვიმარჯვებთ. კამპანიას დღეს დავამთავრებთ და გეგა შენგელია ზუგდიდის მერი გახდება. ამასთან, გეტყვით, რომ ჟურნალისტებში განსაკუთრებულ ინტერესს ის სიები იწვევს, რითაც ჩვენი მხარდამჭერები და აქტივისტები ოპერირებენ. ხელში ჩვენი მომხრეების სია მიჭირავს. ეს არის ერთ კონკრეტულ უბანზე მონაცემები მათ შესახებ, მაგრამ პირად მონაცემს არც ერთი მონაცემი არ წარმოადგენს.

შესაბამისად, ამ სიებთან მიმართებაში არანაირი კანონდარღვევა არ არსებობს, ეს არის მიღებული პრაქტიკა ბევრ ქვეყანაში და ჩვენ ამ პრაქტიკას ვიყენებთ იმისათვის, რომ არჩევნები ორგანიზებულად ჩავატაროთ. თუ ამ სიებზე რაიმე კითხვა გაქვთ, შეგიძლიათ, მომმართოთ და სრულ სრულ ინფორმაციას მიიღებთ. ხელს ნუ შეუშლით საარჩევნო პროცესს, რადგან ამ საარჩევნო პროცესში არც ერთი დარღვევა არ ფიქსირედება ჩვენი აქტივისტების მხრიდან“, – განაცხადა ჩიქოვანმა.