ირაკლი ჩიქოვანი ​უჩაშონასა და ოფაჩხაფუში მოსახლეობას შეხვდა
ირაკლი ჩიქოვანი ​უჩაშონასა და ოფაჩხაფუში მოსახლეობას შეხვდა

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ირაკლი ჩიქოვანი უჩაშონისა და ოფაჩხაფუს მოსახლეობას შეხვდა, მათ საკუთარი ხედვები გააცნო და სოფლებში არსებული პრობლემები მოისმინა.

„უჩაშონაში გზის პრობლემა რამდენიმე წლის წინ მოვაგვარეთ. ამ სოფელთან ერთად, ზუგდიდში ყველა სოფელთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. ახლა პრობლემა შიდა გზებია, თუმცა მის მოგვარებაზე მუნიციპალიტეტი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობს. პროექტები განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით ხორციელდება. სოფლის ცენტრში დასასვენებელი სკვერის მოწყობას ვაპირებთ. სოფელში ცენტრალური წყალმომარაგების პრობლემაა, რის მოგვარების გზებზეც ვმუშაობთ“, – აღნიშნა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

ირაკლი ჩიქოვანმა ასევე ისაუბრა ოფაჩხაფუში მიმდინარე პროექტებზე.

„ოფაჩხაფუში 1,5 მილიონ ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტირდება ნარაზენისა და ახალსოფლის ცენტრამდე მიმავალი გზები, რითაც გზის რეაბილიტაციით მრავალწლიანი პრობლემა მოგვარებული იქნება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინფორმაციას ირაკლი ჩიქოვანის საარჩევნო შტაბი ავრცელებს.