ირაკლი ჭეიშვილი – ჯო უილსონი კორუფციულ სკანდალში გაეხვია, ის ცნობილია, როგორც ადამიანი, რომელიც, ვინც გადაუხდის, იმ ორგანიზაციის მხარეს დგება

12:02, 30.10.2026

ჯო უილსონი კორუმპირებული ადამიანია, ვინც მეტს უხდის, იმის მიხედვით აკეთებს კომენტარებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უილსონი დივიდენდებს მოითხოვდა იმის სანაცვლოდ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ყოფილიყო და საქართველოში ვინც გადაუხადა, იმ პარტიების მხარდამჭერია დღემდე.

„ჯო უილსონი ცნობილია, როგორც ადამიანი, რომელიც, ვინც გადაუხდის, იმ ორგანიზაციის მხარეს დგება. მასთან ურთიერთობა როდესაც გვქონდა, არაერთხელ შემოგვთავაზა, რაღაც დივიდენდებს მოითხოვდა იმის სანაცვლოდ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ყოფილიყო. ჩვენ იმ პოლიტიკის გამტარებელი არ ვართ, ვიღაცებს რაღაცებში თანხებს ვუხდიდეთ, რათა ჩვენი მხარდამჭერი ან ლობისტი იყოს. ჯო უილსონს საქართველოში ვინც გადაუხადა, მის გამოცხადებულ პოლიტიკაში ჩანს, როგორც არის დაკავებული „ქართული ოცნების“ კრიტიკით. ჯო უილსონი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ოფიციალურ წერილებს წერდა, სადაც ეუბნებოდა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იქნებოდა. ვინც ჩათვალა და გადაუხადა, იმ პარტიების მხარდამჭერია დღემდე –  ელენე ხოშტარიასთვის სცალია და განცხადებებს აკეთებს. ახლა ვნახეთ, რომ ჯო უილსონი კორუფციულ სკანდალში გაეხვია. ეს მისი ხელწერაა თავიდან ბოლომდე. ჯო უილსონი კორუმპირებული ადამიანია, შესაბამისად, ვინც მეტს უხდის, იმის მიხედვით აკეთებს კომენტარებს და აქვს შეხედულებები პარტიებზე“, — აღნიშნა ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, ProPublica-ს ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, FBI იძიებდა სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს, რომლის ფიგურანტები იყვნენ სენატორი ლინდსი გრემი, კონგრესმენები ჯეიმს კლაიბერნი და ჯო უილსონი.

მსგავსი