გადაწყვეტილია - ბუღრიძე „დინამოში" ითამაშებს
გადაწყვეტილია - ბუღრიძე „დინამოში" ითამაშებს

ირაკლი ბუღრიძე კარიერას თბილისის „დინამოში“ გააგრძელებს – სიახლე საქართველოს პირველ არხთან თავად ფეხბურთელმა დაადასტურა.

21 წლის თავდამსხმელი 2019 წლის იანვარში ბელგიურ „ბეერსხოტში“ გადავიდა – მაშინ ირაკლი საჩხერის „ჩიხურას“ ღირსებას იცავდა, მაგრამ კლუბში სათამაშო დრო არ ჰქონდა და დეკემბერში კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტაზე შეთანხმდა.

გავრცელებული ცნობით, ირაკლი ბუღრიძეს თბილისის „დინამო“, „საბურთალო“ და გორის „დილა“ იწვევდნენ. საბოლოოდ მან არჩევანი „დინამოზე“ შეაჩერა, მაგრამ გუნდში წარდგენამდე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.