ირაკლი ბუღრიძე ბელგიდან მოდის - ვარიანტები საქართველოშიც მაქვს და ევროპაშიც (ვიდეო)
ირაკლი ბუღრიძე ბელგიდან მოდის - ვარიანტები საქართველოშიც მაქვს და ევროპაშიც (ვიდეო)
ირაკლი ბუღრიძემ საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა, რომ ბელგიური “ბეერსხოტის” დატოვება გადაწყვიტა.
„კლუბს უკვე შევუთანხმდი, რომ 2020 წლის იანვარში ხელშეკრულებას ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დავტოვებ და თავისუფალი აგენტი გავხდები“ – ამბობს ირაკლი ბუღრიძე.
გავრცელებული ცნობით, მას თბილისის „დინამო“, „საბურთალო“ და გორის „დილა“ იწვევენ. საქართველოს პირველ არხთან ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა არ დამალა, რომ კარიერის გაგრძელებას არა მხოლოდ საქართველოში სთავაზობენ.
„ვიცი, რომ ამ სამი კლუბიდან დაინტერესება არის, მაგრამ კონკრეტულად არავისთან მისაუბრია და არც კონკრეტული შემოთავაზება გაუკეთებიათ. აქვე ვიტყვი, რომ ორი ევროპული კლუბიც დაინტერესდა და წესით, ტრასნფერის საკითხი მალე უნდა გაირკვეს“ – აცხადებს ირაკლი ბუღრიძე.
ირაკლი ბუღრიძე თბილისის „ლოკომოტივის“ გარზდილია. ბელგიურ კლუბში კი 2019 წლის იანვარში გადავიდა – 21 წლის თავადმსხმელი მაშინ საჩხერის „ჩიხურას“ ღირსებას იცავდა.