ირაკლი ბერაია - „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების გამარჯვებაზე გავლენას ვერ მოახდენს, ოპოზიცია კანდიდატებს ერთად დაასახელებს თუ ცალ-ცალკე
ირაკლი ბერაია - „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების გამარჯვებაზე გავლენას ვერ მოახდენს, ოპოზიცია კანდიდატებს ერთად დაასახელებს თუ ცალ-ცალკე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების გამარჯვებაზე გავლენას ვერ იქონიებს გადაწყვეტილება, ოპოზიცია საკუთარ კანდიდატებს ერთად დაასახელებს თუ ცალ-ცალკე.

ამის შესახებ ბერაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს გამარჯვების ყველანაირი შესაძლებლობა აქვთ.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების გამარჯვებაზე ვერანაირ გავლენას მოახდენს, ოპოზიცია საკუთარ კანდიდატებს ერთად დაასახელებს თუ ცალ-ცალკე.  ამაზე ნამდვილად არ ვღელავთ, რადგან ჩვენს კანდიდატებს გამარჯვების ყველა შესაძლებლობა აქვთ და ყველა ოლქში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ვემზადებით“, – განაცხადა ბერაიამ.