ირაკლი ბერაია - აბსოლუტური სიცრუეა, თითქოს აშშ-ში საბიუჯეტო კანონი უკვე მიღებულია და იქ დატოვებულია გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა
ირაკლი ბერაია - აბსოლუტური სიცრუეა, თითქოს აშშ-ში საბიუჯეტო კანონი უკვე მიღებულია და იქ დატოვებულია გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა

აბსოლუტური სიცრუეა, თითქოს საბიუჯეტო კანონი უკვე მიღებულია და იქ დატოვებულია გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამერიკის კანონმდებლობაში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი ჩანაწერები შენარჩუნდეს, რაც ამერიკის კანონმდებლობაში პირველად სწორედ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაჩნდა. სამწუხაროდ, ამის პარალელურად დესტრუქციული ოპოზიცია საკითხების პოლიტიზებას და ვიწროპოლიტიკური ინტერესებით გაჯერებული მესიჯბოქსების მიწოდებას ცდილობს ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის. აბსოლუტური სიცრუეა, თითქოს საბიუჯეტო კანონი უკვე მიღებულია და იქ დატოვებულია გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საქართველოსთვის 132 მილიონი დოლარის დაფინანსებას ითვალისწინებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, არასწორია ოპონენტების მტკიცება, თითქოს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტში კიდევ რამდენიმე შენიშვნა უნდა შევიდეს. როგორც ზალკალიანმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, ორი შენიშვნა მალევე გამოირიცხა და დარჩენილ სამ შენიშვნას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.