ირაკი აზაროვის დონეცკის „შახტარმა“ „ლვოვი არენაზე“ უკრაინის პრემიერლიგის მორიგი ტურის შეხვედრაში გიორგი მაისურაძის ჟიტომირის „პოლესიეს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, არდა თურანმა აზაროვი კვლავ სათადარიგოთა სკამზე დასვა. „პოლესიეს“ რეზერვისტებში იყო გიორგი მაისურაძე, მაგრამ 21-ე წუთზე დაშავებული გუნდელი შეცვალა და დარჩენილი წუთები ითამაშა.
მატჩს ინტრიგას სტატისტიკა მატებდა. უკრაინული ფეხბურთის გრანდი „შახტარი“ ამ დაპირისპირებამდე ზედიზედ 5 მატჩში „პოლესიეს“ დამარცხებას ვერ ახერხებდა და ერთი გოლის გატანაც ვერ შეძლო. ამჯერად კი მინიმალური სხვაობით მოიგო. მატჩის ბედი 56-ე წუთზე „შახტარის“ მცველმა, ვალერი ბონდარმა გადაწყვიტა.
უკრაინის პრემიერლიგაში გამართული 24 ტურის შემდეგ „შახტარი“ 54 ქულით ლიდერობს, მეორეზე შოთა ნონიკაშვილის „ჩერკასია“ (51), ხოლო მესამე – ჟიტომირის „პოლესიე“ (46).