ირაკლი ანთაძე, ლია გიგაური და გიორგი ხოჯევანიშვილი რუსი სამხედროების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს ხვდებიან
ირაკლი ანთაძე, ლია გიგაური და გიორგი ხოჯევანიშვილი რუსი სამხედროების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს ხვდებიან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლია გიგაური და შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი რუსი სამხედროების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს ხვდებიან.

მათ გატაცებულის ოჯახის წევრებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით მიღებული ბოლო ინფორმაცია გააცნეს. ასევე საუბარი შეეხო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების 96-ე შეხვედრას, რომელიც ერგენთში 30 ივლისს იგეგმება. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება იქნება.

საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.