ირაკლი აფციაურის ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში - „გრენობლმა“ „ანგულემი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (PRO D2) მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართა. „გრენობლმა“ სტუმრად ანგულემი დაამარცხა – 28:15.

სტუმართა რიგებში სამი ქართველი მორაგბე – ლუკა გოგინავა, გიორგი ჯავახია და ირაკლი აფციაური შეცვლაზე შევიდნენ. აფციაურმა 79-ე წუთზე ლელო დადო, რომლითაც თავისი გუნდი ცხრა ქულით დააწინაურა და „გრენობლის“ გამარჯვებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ეს ამ სეზონში აფციაურის მეორე ლელოა, პირველად მან თავი 19 ოქტომბერს, „მონტობანთან“ შეხვედრაში გამოიჩინა.