ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციას გამართავენ
მედიაცენტ „მთავარში“ დღეს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები შეიკრიბნენ და მორიგი პრესკონფერენცია გამართეს. ვეტერანმა მორაგბემ ბობა კვინიხიძემ ხუთშაბათს მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია დააანონსა.
აბუსერიძის მხარდამჭერებმა მთავრობის სხვადასხვა მაღალჩინოსნების მხრიდან ზეწოლაზე ისაუბრეს. კვინიხიძემ და კლუბ „იუნკერების“ წარმომადგენელმა გიორგი ზაბახიძემ განაცხადეს, რომ ისინი დანებებას არ აპირებენ და ამ ინფორმაციის მიწოდებას საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გეგმავენ. 24 თებერვლის რაგბის პრეზიდენტობის არჩევნებზე კი აბუსერიძე და მისი მომხრეები მისვლას და მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.