რაგბი | ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები იუსტიციის სახლთან აქციას გამართავენ
რაგბი | ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები იუსტიციის სახლთან აქციას გამართავენ

საქართველოს რაგბის კავშირში ირაკლი აბუსერიძის მხარდაჭერებმა და კლუბების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს.

რაგბის კავშირის გამგეობამ 2021 წლის 24 თებერვალს ავჭალის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საგანგებო-საარჩევნო ყრილობა დანიშნა. აბუსერიძის გუნდი აცხადებს, რომ აღნიშნული ყრილობა ძველმა გამგეობამ დაამტკიცა და ის მათი აზრით არალეგიტიმურია.

აბუსერიძის მხარდამჭერებმა არსებული ვითარების მოსაგვარებლად იუსტიციის მინისტრს მიმართეს. 4 თებერვალს იუსტიციის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აბუსერიძის მხარდამჭერებმა ბაჩო ხურციძის კანდიდატურის ლობირებაში სახელმწიფო მოხელეები დაადანაშაულა.