ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - ისრაელი უერთდება შეერთებულ შტატებს და არ მიიღებს მონაწილეობას გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს საქმიანობაში
აშშ-ის შემდეგ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოსთან თანამშრომლობას ისრაელიც წყვეტს, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა.
„ისრაელი უერთდება შეერთებულ შტატებს და არ მიიღებს მონაწილეობას გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს საქმიანობაში“, – განაცხადა საარმა.
მისი თქმით, ორგანიზაციის მიზანი ადამიანის უფლებების დაცვა უნდა იყოს, თუმცა სინამდვილეში ის დემოკრატიულ ქვეყანას თავს ესხმის.
„ეს ორგანო, ადამიანის უფლებების დაცვის ნაცვლად, ფოკუსირებულია დემოკრატიულ ქვეყანაზე თავდასხმასა და ანტისემიტიზმის პროპაგანდაზე. ისრაელი აღარ შეეგუება ამ დისკრიმინაციას!“ – აღნიშნა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.