ირა ჭელიძე - პრობლემა ისაა, საოცარი მაჯლაჯუნები რომ ამოფუთფუთდებიან ხოლმე და როგორც კი ისინი ჩნდებიან, საპროტესტო მასა კრიტიკულად იკლებს
ირა ჭელიძე - პრობლემა ისაა, საოცარი მაჯლაჯუნები რომ ამოფუთფუთდებიან ხოლმე და როგორც კი ისინი ჩნდებიან, საპროტესტო მასა კრიტიკულად იკლებს

პრობლემა ისაა, საოცარი მაჯლაჯუნები რომ ამოფუთფუთდებიან ხოლმე და როგორც კი ისინი ჩნდებიან, საპროტესტო მასა კრიტიკულად იკლებს, – ამის შესახებ სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტმა, ირა ჭელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს საპროტესტო ელექტორატისთვის კონტრპროდუქტიულია. სამთვიანმა პროტესტმა გამოიწვია ის, რომ NDI-მ თავის კვლევაში საპროტესტო ოპოზიციის ცხრა პროცენტი დადო. როგორც კი იქ მიშა მშვილდაძე გამოჩნდა, პროტესტი მაშინვე გაიწოვა, პროტესტი ჩაცხრა და დღეს, სამი თვის თავზე, „ნაციონალურ მოძრაობას“ NDI-მ ცხრა პროცენტი დაუდო. ქმედებებს ყოველთვის აქვს განვითარების თავისი ლოგიკა და როდესაც კონტრპროდუქტიულ რაღაცებს აკეთებ, ასეთ შედეგს იღებ“, – განაცხადა ჭელიძემ. 

მისი თქმით, კარგი, რაც ბოლო დროის მოვლენების შედეგად დაინახა, არის ის, რომ ქვეყანას ჰყავს ახალგაზრდების კრიტიკული მასა, რომელიც როცა საჭირო იქნება, გამოვა, თავის პროტესტს გამოთქვამს, არც ერთ პოლიტიკოსს არ მოუსმენს და არ გაჰყვება.

როგორც სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტმა აღნიშნა, ამ ახალ აქციებს არ გამოჰყოფს, როგორც რაღაც განსაკუთრებულს.

„ქართული საზოგადოება ყოველთვის პოლიტიკოსებისგან დამოუკიდებლად აკეთებს ქართულ პოლიტიკას. უბრალოდ, ძალიან დიდხანს გვჭირდება ყვირილი – მოგვისმინეთ, აქ ვართ, მაგრამ როცა ისინი მომსახურების ზონიდან გადიან, მოვდივართ და ვალაგებთ. 2020-შიც ასე დავალაგებთ“, – განაცხადა ირა ჭელიძემ.