„იქ, სადაც სანტა არ ჩანს“ - ანგელოზების მუზეუმი სოციალურ კამპანიას ატარებს
„იქ, სადაც სანტა არ ჩანს“ - ანგელოზების მუზეუმი სოციალურ კამპანიას ატარებს

„იქ, სადაც სანტა არ ჩანს“, – ანგელოზების მუზეუმი ამ სახელწოდებით სოციალურ კამპანიას ატარებს.

კამპანიის ფარგლებში მოეწყო საქველმოქმედო საღამო, სადაც მუზეუმის ბენეფიციარების მიერ დამზადებული ნივთები გამოიფინა და გაიყიდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საბავშვო ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა. საქველმოქმედო კამპანია ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. შეგროვდება როგორც ტანსაცმელი და სათამაშოები, ისე არამალფუჭებადი საკვები და სხვა საჭირო ნივთები.

შეგროვებულ ნივთებს იმ ადამიანებს დაურიგებენ, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.