იოზუა კიმიხი „ბაიერნში“ რჩება #1TVSPORT
იოზუა კიმიხი „ბაიერნში“ რჩება #1TVSPORT

„ბაიერნის“ ლიდერის იოზუა კიმიხის მომავალი ერთ-ერთი ყველაზე მღელვარე საკითხია კლუბის ფანებისთვის. ბოლო დღეებში ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული სიცხადე გაჩნდა.

როგორც გაზეთი Kicker წერს, მიუხედავად „პარი სენ-ჟერმენის“, „ბარსელონასა“ და პრემიერლიგის კლუბების მხრიდან ინტერესისა, კიმიხი არ ფიქრობს სხვა კლუბში გადასვლაზე.

გერმანიის ნაკრების ნახევარმცველთან კონტრაქტის გაგრძელება მხოლოდ დროის საკითხია. ელოდებიან, რომ ეს მოხდება დეკემბრის ბოლოს, როცა დაიწყება პაუზა ბუნდესლიგის გათამაშებაში.

29 წლის კიმიხის კონტრაქტი „ბაიერნთან“ მომავალი წლის ზაფხულში იწურება. თუ ის ხელშეკრულებას არ გააგრძელებს, ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს კლუბს.