საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს ერთ-ერთ ფერმაში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცს სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობები ქალმა მიაყენა. მკვლელობას წინ დაპირისპირება უძღოდა.
მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.