იორდანიაში საქართველოს ელჩმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა
იორდანიაში საქართველოს ელჩმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა

იორდანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზაზა კანდელაკმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან ატეფ ალ-ტარავნესთან შეხვედრა გამართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და იორდანიის პარლამენტებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების გზები.

იორდანიის მხარემ გამოხატა დაინტერესება გააგრძელოს ურთიერთობები საქართველოს პარლამენტის ახალ ხელმძღვანელობასთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში ურთიერთობების საკითხებს. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარება.