იორდანიაში, პოპულარულ არქეოლოგიურ ადგილას დანით შეიარაღებულმა პირმა რვა ადამიანი დაჭრა
იორდანიაში, პოპულარულ არქეოლოგიურ ადგილას დანით შეიარაღებულმა პირმა რვა ადამიანი დაჭრა

იორდანიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე პოპულარულ არქეოლოგიურ ადგილას დანით შეიარაღებულმა პირმა რვა ადამიანი დაჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი“ ავრცელებს.

ინციდენტი ქვეყნის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ქალაქ ჯერაშში მოხდა. დაშავებულთა შორის ოთხი უცხოელი ტურისტია – სამი მექსიკელი და ერთი შვეიცარიელი ქალი, ასევე მათი გიდი არიან. მათ გარდა დაშავებულები არიან ორი სამართალდამცველი და ავტობუსის მძღოლი. თავდამსხმელი ადგილზევე დააკავეს.

ერთი მექსიკელი ქალისა და იორდნალეი ოფიცრის მდგომარეობა მძიმეა, ისინი დედაქალაქ ამანში ვერტმფრენით გადაიყვანეს.