იორდანიაში მესამე დღეა მთავრობის მიერ გადასახადების გაზრდის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
იორდანიაში მესამე დღეა მთავრობის მიერ გადასახადების გაზრდის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

იორდანიაში მესამე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მთავრობის მიერ გადასახადების გაზრდის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება რამდენჯერმე მოხდა. სამართალდამცავებმა გამოიყენეს ცრემლსადენი აირიც, რათა აქტივისტები მთავრობის ადმინისტრაციაში არ შეეშვათ.

მომიტინგეების თქმით, ახალი კანონი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით მომზადდა, საშუალო ფენის წარმომადგენელ მოქალაქეებს დააზარალებს.

დემონსტრანტები მეფეს მოუწოდებენ, დაითხოვოს პრემიერ-მინისტრი. მონარქმა თავის მხრივ, ყველა მხარეს კომპრომისის მოძიებისკენ მოუწოდა.

მოქალაქეების უკმაყოფილებას ფასების ზრდა იწვევს. მეფე აბუდლა იძულებული იყო, საწვავზე ფასის ზრდა ხელოვნურად შეეჩერებინა.

რამდენიმე დღის განმავლობაში საპროტესტო აქციები დედაქალაქ ამანნის გარდა, კიდევ რამდენიმე პატარა ქალაქშიც გაიმართა. ამ შემთხვევაში, პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.