იორდანიაში ძლიერი წყალდიდობის დროს სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა
იორდანიაში ძლიერი წყალდიდობის დროს სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა

იორდანიაში ძლიერი წყალდიდობის დროს სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. მათი დიდი ნაწილი ბავშვები არიან. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.

როგორც ცნობილია, მკვდარი ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშველები ვერტმფრენების საშუალებით კიდევ ხუთ დაკარგულს ეძებენ, რომლებიც წყლის უეცარი მოვარდნის დროს ავტომობილში იმყოფებოდნენ.

სტიქია ანტიკურ ქალაქ პეტრას მიმდებარე ტერიტორიაზე მძვინვარებს, რის გამოც სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ოთხი ათასზე მეტი ტურისტის ევაკუაცია განახორციელეს. ისინი ამჟამად უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან.

წყალდიდობის გამო, დედაქალაქსა და ქვეყნის სამხრეთ ნაწილს შორის დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალი გადახურულია. ადგილობრივი მედიის ცნობით, პეტრაში გარკვეულ ადგილებში წყლის დონე ოთხ მეტრს აღწევს.

ანტიკური ქალაქი პეტრა იორდანიის ტერიტორიაზე, სიკის კანიონში მდებარეობს. UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესული ნაგებობის სანახავად იორდანიას ყოველწლიურად ნახევარ მილიონამდე ტურისტი სტუმრობს.