იორდანიაში აცხადებენ, რომ თანამშრომლობენ აშშ-თან საზღვრის დასაცავად და ტერორიზმთან საბრძოლველად
იორდანიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმას იორდანშიც ეხმაურებიან. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ იორდანია გმობს თავდასხმას და მას ტერორისტულ აქტს უწოდებს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ იორდანია აშშ-თან თანამშრომლობს საზღვრის დასაცავად და ტერორიზმთან საბრძოლველად.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ იორდანიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ბაზა სირიის საზღვართან ახლოს მდებარეობს. თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 30 დაშავდა.