იორდანიამ და არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა ღაზის სექტორში, საჰაერო ბურთის საშუალებით, ჰუმანიტარული ტვირთის პირველი პარტია ჩაიტანეს
იორდანიამ და არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა ღაზის სექტორში, საჰაერო ბურთის საშუალებით, ჰუმანიტარული ტვირთის პირველი პარტია ჩაიტანეს

იორდანიამ და არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა ღაზის სექტორში საჰაერო ბურთის საშუალებით ჰუმანიტარული ტვირთის პირველი პარტია ჩაიტანეს.

ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ისრაელმა, თავისი კონტროლის ქვეშ, ქვეყნებს ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო გზით მიწოდების ნება შაბათს დართო.

ისრაელმა ასევე გამოაცხადა, რომ ღაზის გარკვეულ ტერიტორიებზე დღეიდან 10-საათიანი ჰუმანიტარული პაუზა იმოქმედებს, რომლის განმავლობაშიც მოსახლეობისთვის მედიკამენტებისა და საკვების მიწოდება მოხდება.