იოკიჩი და „დენვერი“ „გოლდენ სტეიტსაც“ გაუმკლავდნენ - ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა
11:01, 15.01.2021
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, 14 იანვრის მატჩებში ორი სამმაგი დუბლი დაფიქსირდა. ფილადელფიელმა ბენ სიმონსმა 10 ქულა, 10 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. მისმა გუნდმა კი „მაიამი“ დაამარცხა.
მეორე სამმაგი დუბლი უფრო ეფექტური იყო: „დენვერის“ ლიდერმა ნიკოლა იოკიჩმა 23 ქულა, 14 მოხსნა და 10 პასი ჩაიწერა. კოლორადოელებმა კი ზაზა ფაჩულიას ყოფილ კლუბ „გოლდენ სტეიტს“ სძლიეს.