იოკიჩი და „დენვერი“ „გოლდენ სტეიტსაც“ გაუმკლავდნენ – ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, 14 იანვრის მატჩებში ორი სამმაგი დუბლი დაფიქსირდა. ფილადელფიელმა ბენ სიმონსმა 10 ქულა, 10 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. მისმა გუნდმა კი „მაიამი“ დაამარცხა.
მეორე სამმაგი დუბლი უფრო ეფექტური იყო: „დენვერის“ ლიდერმა ნიკოლა იოკიჩმა 23 ქულა, 14 მოხსნა და 10 პასი ჩაიწერა. კოლორადოელებმა კი ზაზა ფაჩულიას ყოფილ კლუბ „გოლდენ სტეიტს“ სძლიეს.
ფილადელფია-მაიამი 125:108
https://youtu.be/b7KoLUaHfco
ტორონტო-შარლოტი 111:108
https://youtu.be/WzXcDJBh6aY
სან ანტონიო-ჰიუსტონი 105:109
https://youtu.be/Cu6afLzmhmg
დენვერი-გოლდენ სტეიტი 114:104
https://youtu.be/mzo4STJImkE
პორტლენდი-ინდიანა 87:111
https://youtu.be/R2XyOBjELjo