იოჰან ვადეპული – რუსეთს თუ მივცემთ ნებას, რომ კანონის ყველა პრინციპის დარღვევით მოიგოს დამპყრობლური ომი, ეს პრეცედენტს შექმნის და არავინ იცის, სადამდე წავა

13:32, 04.11.2026

რუსეთს თუ მივცემთ ნებას, რომ კანონის ყველა პრინციპის დარღვევით მოიგოს დამპყრობლური ომი, ეს პრეცედენტს შექმნის და არავინ იცის, სადამდე წავა ის. ჩვენ სწორ მხარეს ვართ. ჩვენ მათ მხარეს ვართ, ვისაც თავს დაესხნენ. ჩვენ კანონის მხარეს ვართ, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა განაცხადა.

მისივე თქმით, 1990-იან წლებში კიევმა მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის ბირთვული იარაღიც კი დათმო, თუმცა ეს რუსეთისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ვადეპულმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა არაერთი მძიმე დანაშაული ჩაიდინა უკრაინაში, მათ შორის ბუჩასა და ირპინში.

„უკრაინის სუვერენიტეტის გარანტირების ნაცვლად, რუსეთი შეიჭრა ქვეყანაში, დაიწყო თავდასხმა და ყოველდღე კლავს მშვიდობიან მოსახლეობას. საქმე იმაში არ არის, რომ მშვიდობა დამყარდა რუსეთის მიერ მიტაცებულ უკრაინის ტერიტორიებზე, ხალხი იქ ჰარმონიაში ცხოვრობს. პირიქით, ჩვენ გვაქვს ბუჩის საშინელი მაგალითი, სადაც იყო მკვლელობები, წამების შემთხვევები და გაუპატიურებები“, – განაცხადა ვადეპულმა.

მსგავსი