იოჰან ვადეფული - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ევროპისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რჩება
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი არის და რჩება ყველაზე დიდ საფრთხედ ევროპისთვის. მისი თქმით, არც ის არის სწორად გააზრებული, რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი გერმანიისთვის.
„რუსეთი ასევე პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს მშვიდობიან ცხოვრებას და თავისუფლებას გერმანიაში“, – აღნიშნა ვადეფულმა.
მანამდე, Spiegel-თან ინტერვიუში მინისტრმა აღნიშნა, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება დასავლეთის ზეწოლა რუსეთზე, მით უფრო მაღალია იმის ალბათობა, რომ პუტინი დათანხმდება რეალურ მოლაპარაკებებს, მისივე თქმით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარება „აუცილებელია გერმანელების თავისუფლებისთვის“.