იოჰან ვადეფული - ირანის ომს მსოფლიო მასშტაბით ესკალაციის რეალური პოტენციალი აქვს, ასეთი ესკალაციის შედეგები, შეიძლება, მთელ მსოფლიოში იგრძნობოდეს
ირანის ომს მსოფლიო მასშტაბით ესკალაციის რეალური პოტენციალი აქვს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ასეთი ესკალაციის შედეგები, შეიძლება, მთელ მსოფლიოში იგრძნობოდეს.
ვადეფულმა განაცხადა, რომ რეგიონიდან სასოფლო-სამეურნეო სასუქის მიწოდება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი ხანგრძლივი არარსებობა აფრიკის დიდ ნაწილში საკვების კრიზისის საფრთხეს შექმნის.
გერმანელმა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ევროპას „შეუძლია და უნდა“ ითამაშოს როლი ჰორმუზის სრუტისა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.