იოჰან ვადეფული - ძალადობამ არ უნდა შეცვალოს საზღვრები ევროპაში, ევროპელებს უნდა ჰქონდეთ ხმის უფლება უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ დისკუსიებში
იოჰან ვადეფული - ძალადობამ არ უნდა შეცვალოს საზღვრები ევროპაში, ევროპელებს უნდა ჰქონდეთ ხმის უფლება უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ დისკუსიებში

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ძალადობამ არ უნდა შეცვალოს საზღვრები ევროპაში და ევროპელებს უნდა ჰქონდეთ ხმის უფლება უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ დისკუსიებში.

ამის შესახებ იოჰან ვადეფული სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ევროპა მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის მიზანს, დაასრულოს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომი.

„შედეგი უნდა იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა. ძალადობამ არ უნდა შეცვალოს საზღვრები. სადაც საქმე ჩვენს უსაფრთხოებას ეხება, ჩვენ უნდა გვქონდეს ხმის უფლება. სწორედ ამიტომ გავაერთიანეთ ძალისხმევა ევროკავშირში“, – წერს ვადეფული.

მისივე თქმით, გერმანიის კანცლერი უკვე რამდენჯერმე ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და კიდევ ერთხელ გამართავს კონსულტაციებს 13 აგვისტოს. ასევე ის გაესაუბრება უკრაინის პრეზიდენტს და ევროპელ ლიდერებს.