იოჰან ვადეფული აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვისთვის ვლადიმერ პუტინი ჯერ ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჯერ ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს, რომ შესაძლებელი გახდეს სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა.
როგორც ვადეფული აღნიშნავს, ცეცხლის შეწყვეტა იქნება წინაპირობა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის გასამართად. ვადეფულის თქმით, სამშვიდობო შეთანხმება უკრაინისთვის საიმედო უსაფრთხოების გარანტიებს საჭიროებს.
„ამისთვის ჩვენ და ამერიკელები მზად ვართ. ცხადია, რომ იარაღი ბოლოს და ბოლოს უნდა დადუმდეს. აუცილებელია პუტინის მზაობა, აწარმოოს რეალურად არსებითი მოლაპარაკებები და, უპირველესად, გააფორმოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამასთან, უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს ეფექტური, უკრაინამ უნდა შეძლოს იმის იმედად ყოფნა, რომ არ გახდება მორიგი თავდასხმის მსხვერპლი. ამის შემდეგ უკრაინას მოუწევს ძალიან ზედმიწევნით დასახოს, თუ როგორ მოლაპარაკებებს აწარმოებს და რა შედეგებზე შეძლებს დათანხმებას“, – განაცხადა ვადეფულმა.