იოჰან ვადეფული აცხადებს, რომ გერმანია მუშაობს სამართლებრივი საფუძვლის შექმნაზე, რათა უპასუხონ ქვეყნის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლო შეჭრის შემთხვევებს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ გერმანია მუშაობს სამართლებრივი საფუძვლის შექმნაზე, რათა უპასუხონ ქვეყნის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლო შეჭრის შემთხვევებს.
„ეს არის სუვერენიტეტის დარღვევა, რაც მიუღებელია“, – განაცხადა ვადეფულმა პერუს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, იოჰან ვადეფულმა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რთულია პროგრესის მიღწევა, როდესაც ერთი მხარე თანამშრომლობაზე უარს ამბობს.
„რუსეთი განაგრძობს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის დარღვევით, ცდილობს ნატო-ს პროვოცირებას“, – აღნიშნა ვადეფულმა.