აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის საშუალო წონით დივიზიონში (middleweight) მიმდინარე ზაფხულს ძალიან საინტერესო ბრძოლა შედგება. იოელ რომერო (13-5, UFC 9-4) ურაია ჰოლს (15-9, UFC 8-7) დაუპირისპირდება. აღნიშნულ ინფორმაციას MMAJUNKIE და ESPN ადასტურებენ.
იოელ რომერომ, რომელიც საშუალო წონის ნომერ მე-5 მებრძოლია უკანასკნელი ბრძოლა ტიტულისთვის ისრაელ ადესანიასთან გამართა და მარცხი განიცადა. კუბელ მებრძოლს ბოლო სამი დაპირისპირება აქვს წაგებული. ბოლოს მან 2018 წლის თებერვალში ლუკ როქჰოლდთან მოიპოვა გამარჯვება.