ჟაკარე სოუზას პირველი კომენტარი კორონავირუსის დადგენის შემდეგ - ძალიან დამწყდა გული, რომ ბრძოლის გამართვა ვერ შევძელი
ჟაკარე სოუზას პირველი კომენტარი კორონავირუსის დადგენის შემდეგ - ძალიან დამწყდა გული, რომ ბრძოლის გამართვა ვერ შევძელი

რონალდო ჟაკარე სოუზამ კორონავირუსზე დადებითი ტესტის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა.
სოუზას (26-8) აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ღონისძიების – UFC 249-ის ფარგლებში, ბრძოლა ურაია ჰოლთან უნდა გაემართა.

ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე, ცნობილი გახდა, რომ სოუზას კორონავირუსი დაუდგინეს. COVID 19-ის დიაგნოზი ჟაკარეს ორ თანაგუნდელსაც დაუდასტურდა.

ბრაზილიელმა მებრძოლმა საკუთარ „ინსტაგრამის“ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

„რა თქმა უნდა, ძალიან დამწყდა გული, რომ ბრძოლის გამართვა ვერ შევძელი. მინდა დაგარწმუნოთ, რომ როგორც კი მედიკოსები ნებას დამრთავენ და ოქტაგონზე გასვლა შემეძლება, მსურს ურაიასთან ბრძოლა რაც შეიძლება მალე გავმართო. მადლობას ვუხდი ჩემს გუნდელებს და გულშემატკივრებს დახმარებისთვის და გვერდში დგომისთვის.“

 

View this post on Instagram

 

Fiquei muito triste por não poder lutar no UFC 249, mas quero que saibam que, assim que estiver liberado, espero remarcar minha luta com o Uriah Hall para que eu possa dar o show que todos esperam. Agradeço aos meus corners pela parceria, meu adversário pelas palavras de apoio e ao @ufc pelo cuidado. Obrigado a todos pelo carinho e pelas mensagens que tenho recebido nos últimos dias. Nas próximas semanas estarei recluso com minha família e treinadores e focado em nossa saúde para logo poder estar de volta. Muito obrigado! I was very sad to not be able to fight at UFC 249, but I want you to know that, as soon as I’m medically cleared, I hope to reschedule my fight with Uriah Hall so that I can put on the show that everyone expects. I thank my corners for the partnership, my opponent for the words of support and the UFC for all the care. Thank you all for the kind messages I have received in the last few days. The upcoming weeks I will be secluded with my family and coaches and focused on our health so I can be back soon. Thank you!

A post shared by Ronaldo “Jacaré” 🐊 Souza (@ronaldojacare) on


დანა ვაიტის თქმით, მიუხედავად ბრძოლის ჩაშლისა, ჰონორარს ორივე მებრძოლი (სოუზა და ჰოლი) მიიღებს.