ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ ისრაელი ყურადღებით ადევნებს თვალყურს თავის მტრებს.
ამასთან, გალანტმა დასძინა, რომ ისინი ყველა შესაძლო საფრთხის აღმოსაფხვრელად ემზადებიან.
„მე ვაცნობიერებ დაძაბულობას და იმ მძიმე ტვირთს, რომელიც დააწვათ ისრაელის მოქალაქეებს. ჩვენ ვაკვირდებით იმას, რაც ხდება ბეირუთში, თეირანში და სხვა ადგილებში. ჩვენ ჩართულნი ვართ როგორც საფრთხის აღმოფხვრაში, ისე ყველა შესაძლებლობის მომზადებაში, რათა შევძლოთ შეტევა იქ, სადაც გადავწყვეტთ“, – განაცხადა იოავ გალანტმა.
ცნობისთვის, თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაელ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ ირანი ისრაელს საპასუხო ზომებით ემუქრება.