იოავ გალანტი - „ჰეზბოლა“ შეცდომებს უშვებს, რასაც ღაზაში ვაკეთებთ, შეგვიძლია, ბეირუთშიც გავაკეთოთ
იოავ გალანტი - „ჰეზბოლა“ შეცდომებს უშვებს, რასაც ღაზაში ვაკეთებთ, შეგვიძლია, ბეირუთშიც გავაკეთოთ

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ „ჰეზბოლა“ ლიბანს ომში ითრევს.

გალანტი გამოეხმაურა ლიბანური შიიტური დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას განცხადებას, რომელმაც სატელევიზიო მიმართვისას აღნიშნა, რომ ისრაელთან ფრონტი აქტიური დარჩება.

როგორც გალანტმა აღნიშნა, „ჰეზბოლა“ შეცდომებს უშვებს.

„ისინი, ვინც საფასურს გადაიხდიან, უპირველეს ყოვლისა, ლიბანის მოქალაქეები არიან. რასაც ღაზაში ვაკეთებთ, შეგვიძლია, ბეირუთშიც გავაკეთოთ“, – განაცხადა გალანტმა ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედროების მონახულებისას.