იოავ გალანტი - ჩვენ ძლიერად ვართ მომზადებული თავდაცვისთვის, თუ მტერი გაბედავს თავდასხმას, მძიმე საფასურს გადაიხდის
იოავ გალანტი - ჩვენ ძლიერად ვართ მომზადებული თავდაცვისთვის, თუ მტერი გაბედავს თავდასხმას, მძიმე საფასურს გადაიხდის

ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ ისრაელი „ძალიან ძლიერად არის მომზადებული“ ირანისა და „ჰეზბოლას“ მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმისთვის და მზადაა, სწრაფად უპასუხოს.

„ჩვენ ძალიან ძლიერად ვართ მომზადებული თავდაცვისთვის მიწაზეც, ჰაერშიც და მზად ვართ, რომ სწრაფად გადავიდეთ შეტევაზე ან ვუპასუხოთ. ჩვენ მტერს მოვთხოვთ საფასურს, როგორც ეს ბოლო დღეების განმავლობაში გავაკეთეთ. თუ მტერი გაბედავს ჩვენზე თავდასხმას, მძიმე საფასურს გადაიხდის“, – განაცხადა გალანტმა.

ცნობისთვის, თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაელ ჰანიეს მკვლელობაში ირანული მხარე და დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელს ადანაშაულებენ და შურისძიების პირობას დებენ.