გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი თანამდებობას შეინარჩუნებს. გაზეთ Bild-ის ინფორმაციით, სწორედ მან უნდა მოამზადოს ბუნდესნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისთვის. უფრო მეტიც, სავარაუდოდ ლიოვი 2022 წლის ბოლომდე იმუშავებს ეროვნულ გუნდში.
გერმანიის საფეხბურთო კავშირი ენდობა ლიოვის იმის მიუხედავად, რომ რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიამ ჯგუფური ეტაპის ბარიერი ვერ დაძლია და საკუთარ ქვეჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.
„ახლა ჩვენი მიზანია, გუნდმა წარმატებით ითამაშოს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე“, – განაცხადა გერმანიის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელმა რაინჰარდ გრინდელმა, რომელიც თავიდანვე მომხრე იყო, ლიოვი ნაკრებში დაეტოვებინათ.