იოაჰიმ ლიოვი - მე მომწონს ერთა ლიგა
იოაჰიმ ლიოვი - მე მომწონს ერთა ლიგა

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოაჰიმ ლიოვმა პერუსთან ამხანაგური თამაშის მოგების შემდეგ თავისი ფეხბურთელების ასპარეზობა შეაფასა და იქვე დასძინა, რომ მას ძალიან მოსწონს „ერთა ლიგის“ გათამაშება.

„მე მიხარია ეს გამარჯვება, ჩვენ ვგრძნობდით, რომ მოსაგებად ვიყავით გასული მოედანზე. მეორე გოლის დროს ცოტა გაგვიმართლა, მაგრამ მანამდე ძალიან ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მარტო მარკო როისს ჰქონდა ორი კარგი შანსი მეტოქის კარის ასაღებად. პერუს ნაკრებმა გატანილი გოლის დროს ჩვენს დაცვაში არსებული ღია სივრცეები გამოიყენა, რამაც უკეთ დაგვანახა ნაკრების სუსტი მხარეები.“ – განაცხადა მან.

SkySports-თან ინტერვიუში გერმანიის თავკაცმა UEFA-ს ახალი ტურნირი, „ერთა ლიგა“-ც შეაფასა –

„მე მომწონს ერთა ლიგა, რადგან  ძლიერ გუნდებთან თამაში გვიწევს. მომავალში სხვა შემადგენლობის დაყენება გვმართებს, რადგან ბოლო პერიოდში ბურთის ფლობასთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს”.